მამუკა ხაზარაძის დაკითხვას ითხოვენ „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე და ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი.
ამ მოთხოვნით მათ წერილობით პროკურატურას მიმართეს. ისინი ლისის ტბის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და მამუკა ხაზარაძის დაკითხვას ითხოვენ. ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი წინა ხელისუფლებას, მისი ყოფილი პარტნიორის მამუკა ხაზარაძის მონაწილეობით ლისის ტბის ჩამორთმევაში სდებს ბრალს. რამაზ ახვლედიანის განცხადებით, მას შემდეგ რაც ყოფილმა ხელისუფლებამ წაართვა ქონება, სახელმწიფომ ლისის ტბის ტერიტორია მამუკა ხაზარაძეს მესამედ ფასში მიჰყიდა. მისი უფლებადამცველის განცხადებით, პოლიტიკაში ყოფნა იმუნიტეტი არ არის და სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება. აღნიშნული საქმე ასევე გაგზავნილია სტრასბურგში.
საკითხზე კომენტარი დღეს არც მამუკა ხაზარაძეს და არც პროკურატურას გაუკეთებია.