„ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ – ამ სახელწოდების ფორუმს თბილისი ორი დღის განმავლობაში მასპინძლობს. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი დღეს თბილისის მერმა გახსნა. ფორუმის მთავარი მიზანი ჯანსაღი ქალაქის კონცეფციის შემუშავებაა.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.