პარლამენტი 31 მაისს ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით აღარ მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მიზეზი საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ გამოცხადებული ბოიკოტია. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციის დამოკიდებულებას საპარლამენტო მუშაობასთან და მოსახლეობის ინტერესებთან.