ბიუროს სხდომა

პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის საკითხს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კამათი მოჰყვა. თინა ბოკუჩავას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილობითი ანგარიში ამ დრომდე არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტით ამის ვალდებულება აქვს. მან პრემიერი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.

შალვა პაპუაშვილმა კი ოპოზიცია ხელისუფლების წინააღდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიურ ანგარიშს 30 ივნისს წარადგენს.