ცხარე კამათი იყო პარლამენტში ბიუროს სხდომაზე. უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის უთანხმოება უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, ქვეყნის პოზიციონირებამ და გადასადგმელმა ნაბიჯებმა გამოიწვია. გიორგი ვაშაძემ კოლეგებს უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატზე მუშაობა შესთავაზა, სადაც სამ საკითხს განიხილავენ – უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებას, ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციას და ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და სასურსათო უსაფრთხოებას. უმრავლესობის თქმით, მაშინ როდესაც ოპოზიცია სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებითა და ჰიბრიდული ომით არის დაკავებული, ერთიანობა არ გამოვა. კიდევ ერთი საკითხი, რასაც კამათი მოჰყვა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტია, რომელიც დღეს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.