უკრაინის ომი, ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოს გეგმები – ამ საკითხებზე ისაუბრეს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. ოფიციალური გადაწყვეტილება გამოცხადდა პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის თარიღზე.
საქართველოს პრეზიდენტი წლიური ანგარიშით პარლამენტში 14 მარტს წარდგება. სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, ფრაქციების თავმჯდომარეებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს გამოსვლის საშუალება ექნებათ. ყოველწლიური მოხსენება კითხვა-პასუხის რეჟიმს არ ითვალისწინებს.