ბიუროს სხდომა

სასესხო შეთანხმებასთან დაკავშირებით, დეპუტატები ბიუროს სხდომაზე საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხს განიხილავენ. მსჯელობის თემა იქნება ასევე ცვლილებები რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, უქმდება საპარლამენტო უმცირესობა და საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის სიების რეგისტრაცია ხდება.

ასევე, მცირდება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა, კერძოდ, ცვლილებების გათვალისწინებით, თავმჯდომარეს დღეს არსებული შესაძლო ცხრა მოადგილის ნაცვლად, მხოლოდ სამი ეყოლება.