ზუგდიდის საოლქო კომისიაში გასული ღამიდან ხმაურია.
ოპოზიციის წარმომადგენლები ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომისიაში დალუქული ბიულეტენები გაიხსნა. ამას საოლქო კომისიის თავმჯდომარე უარყოფს. მისი თქმით, ბრიფინგის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ.