ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები

2024 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 16 მილიარდ 213 მილიონი ლარი შეადგინა, რაც თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 105 %-ია. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სამ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან დაგეგმილზე 756 მილიონი ლარით მეტი შევიდა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზება მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ორჯერ შეცვალა და თავდაპირველი 5,2 %-დან 8,2 %-ამდე გაზარდა.