საქართველოს პარლამენტში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი საკომიტეტო განხილვა გაიმართა.
კომიტეტმა პროექტს მხარი დაუჭირა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. პროექტთან დაკავშირებით დასკვნა წარადგინეს ეროვნულმა ბანკმა და აუდიტის სამსახურმა.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.5 %-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისთვის 12 მილიარდ 729 მილიონი ლარია გამოყოფილი. აქედან თანხის 30 % სოციალური ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.
საპარლამენტო ოპოზიცია მთავარ ფინანსურ დოკუმენტს იწუნებს და აღნიშნავს, რომ ბიუჯეტი საზოგადოების ინტერესებს არ ასახავს.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში 9 ოქტომბერს დაიწყო.