ბირთვული ომის საფრთხე ევროპის კონტინენტზე

კიევის შეტევა და მოსკოვის საპასუხო მუქარა.

ევროპის კონტინენტზე ბირთვული რიტორიკა ძლიერდება. უკრაინამ რუსეთის სამხედრო სამიზნეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში პირველად შეუტია ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით, რასაც რუსეთიდან ბირთვული განახლებული დოქტრინის დამტკიცება მოჰყვა. რუსული განახლებული დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეექმნება. უკრაინის ხელისუფლების პოზიცია უცვლელია – კიევი ისევ გამოიყენებს ამერიკულ შეირაღებას რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად მაშინ, როდესაც ამერიკული რაკეტების მოქმედების რადიუსში 250-მდე რუსული სამიზნე ხვდება. დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის საფრთხის შექმნაში სდებენ ბრალს და უკრაინას ომში დახმარების გაგრძელებას ჰპირდებიან.