ბინების გადაცემა

ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები მათ პირადად დედაქალაქის მერმა გადასცა.

ისინი საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობდნენ და დაკანონება სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მოხდა. კახა კალაძის განცხადებით, ბინების გადაცემის პროგრამა გაგრძელდება და პერიოდულად სხვა ოჯახების დაკმაყოფილებაც მოხდება.