ახალ, 2025 წელს საკუთარ სახლში 720 დევნილი ოჯახი შეხვდება – ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტით ტერიტორიაზე სამი თორმეტსართულიანი კორპუსი განთავსდა, იძულებით გადაადგილებულ პირებს ბინები სრულად გარემონტებული გადაეცემათ. საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში ასევე მოეწყო სტადიონი, საბავშვო მოედანი და სავარჯიშო სივრცე. სამუშაოები, რომელთა ბიუჯეტი 77 მილიონს აჭარბებს, დღეს მთავრობის მეთაურმა, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დაათვალიერა.