საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვება რთულდება.
პარლამენტში მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, იზრდება უძრავ ქონებაში გადასახდელი თანხის ან განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა, რის სანაცვლოდაც სხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში მრავალი წლით ბინადრობის უფლებას მოიპოვებდნენ.
მოქმედი კანონმდებლობის გამკაცრების და ცვლილებების სასწრაფოდ მიღების მომხრეა თბილისის მერი, რომელმაც საკომიტეტო განხილვების პარალელურად რეგულაციების დაწესების აუცილებლობაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა.