ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულეს. საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს მღვდელმთავრებთან  და სამღვდელოებასთან ერთად უმასპინძლა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ ბოლო დროის ხმაურიანი მოვლენები არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული შეტევაა. შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს საჩუქრად ხატი გადასცა.