ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე ისაუბრა
ქვეყნისა და ინსტიტუტების განვითარება – სწორედ ამ კრიტერიუმებით გამოუცხადა ნდობა “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს, – ვრცელ ინტერვიუში ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის შესახებაც ისაუბრა. ის დარწმუნებულია, რომ თავისი ხედვებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ზურაბიშვილი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეძლებს.
ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება დამოუკიდებელი კანდიდატის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზეც გაამახვილა.