პოლიტიკიდან წასვლის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილი, ოჯახთან შეთანხმებით, უპრეცედენტო გადაწყვეტილებას იღებს – ივანიშვილების ოჯახის ქონების ძირითადი ნაწილი სრულად საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. პირადი მატერიალური აქტივის 90 პროცენტის „ფონდ ქართუს“ ბალანსზე გადაფორმება უკვე დაწყებულია. საქველმოქმედო ფონდის ბალანსზე სულ 28 ობიექტი გადავა. მათ შორის ათეულობით კომერციული და საოფისე ფართი, მიწის ნაკვეთები, სასტუმროები და ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჯამში საუბარია დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარის ქონებაზე, რომელსაც „ფონდი ქართუ“ განკარგავს.
ბიძინა ივანიშვილის მორიგმა გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციები უკვე გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილი ივანიშვილის წინააღმდეგ მოსალოდნელ საერთაშორისო სანქციებზე საუბრობს და ქონების გადაფორმების პროცესს სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს. მმართველ გუნდში კი ოპონენტების მხრიდან დღეს გაკეთებულ განცხადებებს მორიგ აბსურდად აფასებენ.
ანა ბროლაძე გიამბობთ.