საკუთარ ძალებში ზედმეტად დაჯერებული გუნდი, რომელსაც ხალხთან მეტი ურთიერთობა სჭირდება, – ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მმართველი პარტია წინასაარჩევნო პროცესში გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ პირველი ტურის შედეგებზე მოსახლეობასთან გაჩენილი ბზარი, აისახა. ივანიშვილმა პარტიის გადახალისების აუცილებლობაზე ილაპარაკა, თუმცა, ვის გულისხმობდა და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ სახელისუფლებო გუნდში, მას ინტერვიუს დროს, არ დაუკონკრეტებია.
ყოფილი პრემიერის თქმით, გუნდის წევრები არა ერთგულებით, არამედ პროფესიონალიზმით შეირჩევიან და დაწინაურდებიან.