ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა

ცოტა ხნის წინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.

შეგახსენებთ, მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში ამომრჩევლებს მერების არჩევა კიდევ ერთხელ მოუწევთ. მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში.