ბიძინა ივანიშვილის წერილზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ გავრცელებული ცნობები, თითქოს გიორგი გახარიას ახალი პარტია ივანიშვილთან არის დაკავშირებული, სიცრუეა. მათივე თქმით, ივანიშვილმა არა პიროვნულ ღალატზე, არამედ გახარიას გუნდთან მიმართებით მიღებულ არასწორ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.