ვაფასებ ბიძინა ივანიშვილის იმ დამოკიდებულებას, რომ მან ბანკთან დავა ზომაზე მეტად არ მოახვია საზოგადოებას, მიიჩნია, რომ ეს არის კერძო სამართლებრივი დავა, ამიტომ უნდა დარჩეს ამ ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ განცხადება ძალიან მოკლე და კომპაქტურია, ბიძინა ივანიშვილის განცხადება მთლიანობაში საინტერესოა.