ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას ქმედებას საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატად აფასებს – ეს პირველი განცხადებაა, რომლიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გააკეთა.
ვრცელ წერილში ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს გახარიას ახალ პარტიასთან კავშირს. „უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს“. ვკითხულობთ განცხადებაში. კიდევ რა წერია ბიძინა ივანიშვილის წერილში და რა შეფასებები კეთდება.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.