„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ივანიშვილი წერილს აქვეყნებს. მისი შეფასებით, ის რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ქვეყნის დიდი სირცხვილია.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სოფელ ძველ ხიბულაში იმ სახლშიც იმყოფებოდა, სადაც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა. ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სოფელში დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.