ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მლნ. ლარი ჩარიცხა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე, StopCoV-ge-ს ფონდში, 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. თანხის მაჩვენებელი გუშინ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე (https://stopcov.ge/ka/Fund) აისახა.
ინფორმაციას ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი ადასტურებს: „ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ლარს”.