საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას მიმართავს.
მიმართვის მთავარი ადრესატები ხელისუფლებით იმედგაცრუებული მოქალაქეები არიან. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიღწევებთან ერთად მმართველი გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს და ხაზს უსვამს, რომ თვეების წინ პოლიტიკაში დაბრუნება სწორედ მზარდი პრობლემების გადასაჭრელად მოუხდა.
ყოფილ მმართველ პარტიას ბიძინა ივანიშვილი რევანშისთვის გაერთიანებულ მოძალადეებად მოიხსენიებს და იქვე მიუთითებს, რომ მათი დაბრუნების საფრთხე თავად ხელისუფლებამ დაუშვა.
ყოფილი პრემიერი გადამწყვეტ ცვლილებებს, მათ შორის საკადრო პოლიტიკის შეცვლას აანონსებს და პასუხისმგებლობას იღებს, რომ ერთ წელში მართვის ყველა ხარვეზი გასწორდება.