მერაბ დვალიშვილს UFC-ის ჩემპიონობას ულოცავს ბიძინა ივანიშვილი. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მილოცვის წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს: „მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია. მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად. სწორედ დიდი მოთმინებით, დისციპლინითა და მიზანდასახულობით შეიძლება სასურველი მიზნის მიღწევა. მერაბ დვალიშვილის სახით, ჩვენს სამშობლოს, ამ პატარა საქართველოს, უკვე მეორე ჩემპიონი ჰყავს. მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია