ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

პირად სანქციებზე, ამერიკასთან ურთიერთობაზე და ამერიკის ელჩთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დასჯამ და სანქცირებამ უკუშედეგი გამოიღო და არ იმუშავა. მან განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ამბობდა უარს ბოლო დროს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე – მიზეზი სანქციები და მის ფინანსებთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა იყო. როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, ვინაიდან სამართლებრივი დავა უკვე დასრულებულია, არჩევნების შემდეგ მასსა და აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა აუცილებლად გაიმართება.