ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენებ არა მარტო საქართველოს, ევროპასაც, როგორი დემოკრატია შეიძლება აშენდეს საქართველოში, – აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება ხალხის ყოფის შემსუბუქებას ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს. მომავალი ერთი წლის განმავლობაში კი ივანიშვილი პირობას დებს, რომ სახელისუფლებო ვერტიკალს საგრძნობლად გააძლიერებს.