გარე უხეში ჩარევა და პროვოკაციების საფრთხე – ბიძინა ივანიშვილი წინა და პოსტსაარჩევნო სიტუაციაზეც საუბრობს.
მმართველი პარტიის დამფუძნებელი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საჭიროებას განმარტავს და იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური გასამართლებაა საჭირო. ამავე ინტერვიუში მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი გახარია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშემწყობად დასახელდა და გარედან მიღებული დავალებების გამო საკუთარ გუნდთან ერთად მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება დაანონსდა.
რა ვითარებაში უწევს მოსახლეობას 26 ოქტომბერს ახალი პარლამენტის არჩევა და არჩევანის გაკეთება – არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს და მთავარ აქცენტებს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.