ბიძინა ივანიშვილის გზავნილები - პოლიტიკური შეფასებები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს პირველად აფასებს.

ბიძინა ივანიშვილის აზრით 28 ოქტომბერმა აჩვენა, რომ ხალხი ხელისუფლებაზე ნაწყენია. მმართველი პარტიის ლიდერს თანაგუნდელების მიმართ თავადაც აქვს შეკითხვა. ივანიშვილი საკუთარი გუნდის მიერ დაშვებული შეცდომების მიზეზებს განმარტავს და მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია. „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობის აუცილებლობაზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გუნდში ცვლილებებს და გადახალისებას გეგმავს და ხაზს უსვამს იმას, რომ დაწინაურება არა ერთგულების, არამედ მხოლოდ პროფესიონალიზმის ნიშნით მოხდება.