ზეწოლა მეორე ფრონტის გასახსნელად და არაფორმალური სანქციები – ბიძინა ივანიშვილი 2022 წლის თებერვლის შემდეგ განვითარებულ პროცესებს იხსენებს.
ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ვრცლად ჰყვება, როგორ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას ქვეყნის ომში ჩართვისკენ გარე ძალები, რომლებსაც მმართველი გუნდი გლობალური ომის პარტიად მოიხსენიებს. დასახელდა კონკრეტული მაგალითებიც. სწორედ ომის დაწყების მიზნით მიმდინარე ზეწოლის კონტექსტში ივანიშვილის მწვავე კრიტიკის სამიზნე იყო ექს-პრემიერი გიორგი გახარია, რომლის გადადგომა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა გარედან მიღებულ დავალებად და ომის დაწყებისთვის ნიადაგის შექმნად შეფასდა. ინტერვიუს ერთ-ერთი მიმართულება იყო საერთაშორისო პარტნიორების ბოლოდროინდელი მწვავე გზავნილები და კრიტიკა „ქართული ოცნების“ მისამართით. ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებზე უარის მიზეზს ასახელებს, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში გაჩენილ ბზარს კი უკრაინის ომს უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ ომის დასრულებისთანავე ურთიერთობები პოზიტიურად განვითარდება. აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე პრიორიტეტად აცხადებს და არჩევნების შემდეგ ამერიკის ელჩთან უკვე შეთანხმებულ შეხვედრას აანონსებს.