ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებებიც.
მმართველი გუნდიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შესაძლო პროვოკაციებზე პარტიის თავმჯდომარის განცხადებებს კახა კალაძე ეხმაურება. დედაქალაქის მერის პოზიციით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს რათა საპრეზიდენტო არჩევნებმა მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიაროს.
წინასაარჩევნოდ რევოლუციური სცენარებით მოქალაქეების დაშინებაში და ამომრჩევლის დაბნევაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ გაერთიანებულ ოპოზიციაში.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს აფასებენ „ევროპულ საქართველოში“ და „დემოკრატიულ მოძრაობაშიც“.