მედიასთან დღევანდელი შეხვედრა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებით დაიწყო.
მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის, – ჭარბვალიანობის, – წინააღმდეგ მთავრობამ დამატებითი რეგულაციები და ახალი ინიციატივები მოამზადოს.
გამოსვლის ერთი ნაწილი ოპოზიციას დაეთმო, რომელიც მთავრობის მეთაურის კრიტიკის სამიზნეები გახდნენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებებს არანაკლებ მწვავე რეაქციები მოჰყვა ოპონენტებისგან. ოპოზიცია განსაკუთრებულ აქცენტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ჩაწერილი ინტერვიუს იმ ნაწილზე აკეთებს, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თანაგუნდელების ნაწილი მსუბუქად გააკრიტიკა.