ბიძინა ივანიშვილის განცხადება

ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების აუცილებლობასა და საქართველოს ომში ჩართვის საკითხზე. როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიას გადადგომა 2021 წელს სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა, იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ არ იომებდა და მმართველი გუნდის ჩამოშლა ჰქონდათ განზრახული, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. მისი განცხადებით, გიორგი გახარიას დაუმტკიცებენ, რას და რატომ აკეთებდა, როგორ ეხმარება დღესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნებაში და რამდენად კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ საქართველოს ომში ჩართვა მოუწევს.