ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეების საკითხზე, ეკა ბესელიას ქმედებებსა და გუნდში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
მმართველი პარტიის ლიდერი, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან გუნდურობის დეფიციტს უსვამს ხაზს და ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბესელიას თანამდებობის შეცვლის საკითხი ჯერ კიდევ ზაფხულში იყო გადაწყვეტილი. საუბარია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, პარლამენტის ვიცე-სპიკერად გადანაცვლებაზე.
ივანიშვილისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ბესელიამ თანამდებობის დატოვება მოსამართლეობის სიას.