შვეიცარიულ ბანკთან ბიძინა ივანიშვილის დავაზე, სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“. ცნობის მიხედვით, სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიხედვით, „კრედიტ სუისმა“ მასზე დაკისრებული თანხა, 607 მილიონი დოლარი, სხვა შვეიცარიულ ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა, ხოლო გამარჯვებულ მხარეს აღნიშნულ თანხაზე წვდომა გაუჩნდება მას შემდეგ, რაც დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამოიწურება. ამავე განცხადების თანახმად, პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისმა“ ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებზეც ყოფილ კლიენტს გააჩნია პრეტენზიები. თუმცა, „ემ ქეი დი“-ში მიაჩნიათ, რომ მთლიანობაში ბანკის ხელწერა არ შეცვლილა, ის მხოლოდ იძულებული გახდა, განეხორციელებინა გადარიცხვა სინგაპურის მცირეაქტივიანი ტრასტიდან, რაც სასამართლოს მხრიდან აშკარა მითითების შედეგია.