ბიძინა ივანიშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების ღირსეულ რიგში ჩადგეს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების ღირსეულ რიგში ჩადგეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და საზოგადოებას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი მიულოცა.

ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე გააკეთა.