მთაწმინდაზე საზეიმო მიღებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე დაესწრო, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, წლევანდელი წელი შეიძლება განსაკუთრებული იყოს იმით, რომ ხელისუფლებამ ძირითად პრიორიტეტად განათლება გამოაცხადა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ძალისხმევა უახლოეს წლებში სწორედ განათლებაზე იქნება მიმართული.