ბიბლიოთეკების რეფორმა -„ნაციონალური მოძრაობა“ მერის მოადგილესთან შეხვედრას ითხოვს

რა ხდება ბიბლიოთეკებში? იგეგმება თუ არა ბიბლიოთეკების რაოდენობის შემცირება და რა მოდელით გადამზადდებიან ბიბლიოთეკარები,- ეს არის შეკითხვები, რომელზე პასუხის მისაღებადაც საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომაზე მერის მოადგილე, სოფიო ხუნწარია და ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელმძღვანელი, ზურაბ წერეთელი დაიბარა.

საკრებულოში შეხვედრა არ შედგა. მერიის მაღალჩინოსნები ფრაქციის სხდომაზე არ მივიდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მერის მოადგილემ დაარღვია საკრებულოს რეგლამენტი, რადგან ის ვალდებული იყო სხდომაზე მისულიყო, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ბიბლიოთეკის თანამშრომლებისა და მკითხველების ნაწილთან ერთად თავად მივიდნენ მერიაში სოფო ხუნწარიასთან შესახვედრად. თუმცა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მერის მოადგილემ შეხვედრას თავი აარიდა, რადგან ბიბლიოთეკების რეფორმასთან დაკავშირებით, თვითმმართველ ორგანოში პასუხი არ აქვთ.