60-წლიანი მუშაობის შემდეგ ქართველმა მეცნიერებმა ბიბლიის აკადემიური ქართულენოვანი ორტომეული გამოსცეს. გამოცემა უნიკალურია იმით, რომ ეს არის ძველი აღთქმის სრული, მეცნიერულად დადგენილი ტექსტი, რომელიც ჩვენამდე მოღწეულ უძველეს 60-მდე ხელნაწერსა და ფრაგმენტს ეყრდნობა. შესაბამისად ის ყველაზე ახლოს დგას ბიბლიის ავთენტურ ვერსიასთან.
წიგნის პრეზენტაცია ხვალ საპატრიარქოსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება.