„ვიხილეთ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომელმაც ამხილა დავით კეზერაშვილი დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორობაში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ გამოავლინა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სწორედ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან იყო დაკავშირებული. პარლამენტის სპიკერის განცხადებით, იმ ევროპარლამენტარებისთვის, რომლებმაც რეზოლუციაში კეზერაშვილი შევიწროებულ მედიამენეჯერად მოიხსენიეს, „ბიბისის“ გამოძიება ნამდვილი სკანდალია.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი #დღისთემა თამთა სანიკიძესთან ერთად #LIVE