ეროვნულ კინოცენტრში ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ორგანიზატორებმა მედიას წლევანდელი კინოფესტივალის პროგრამა წარუდგინეს და სიახლეები გააცნეს.
კინოფესტივალი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 16 სექტემბერს გაიხსნება და ქართული კინოს 11 წლისთავის აღსანიშნავად აუდიტორიას კოტე მიქაბერიძის უხმო შედევრს „ჩემ ბებიას“ უჩვენებენ, რომელსაც მუსიკალურად ცნობილი ქართველი პიანისტი, დუდანა მაზმანიშვილი გააფორმებს. გარდა საკონკურსო თუ არასაკონკურსო პროგრამისა, დაგეგმილია მასტერკლასები და ვორქშოფებიც.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 23 სექტემბერს დაიხურება.