ბერლინში მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი, პოლიტიკური ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ. პარტია „ლელოს“ ლიდერი ფიქრობს, რომ ევროპაში ინტეგრაციას „ქართული ოცნება“ აფერხებს და ოპოზიციური ფლანგის მიზანი, პროცესიდან მმართველი პარტიის გვერდით გაწევა უნდა იყოს. გია ვოლსკი კი რეზოლუციის ამ ჩანაწერს სერიოზულ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ ევროპაში საქართველოს პოზიციები მყარდება. როგორც რეზოლუციაში არის აღნიშნული, კონგრესის მონაწილეები მხარს უჭერენ სტატუსის მინიჭებას უკრაინისა და მოლდოვისთვის და მზადყოფნას, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.