მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული კინოფორუმი გაიხსნა. ბერლინი კინოხელოვანების და კრიტიკოსების შეკრების ადგილია. ბერლინალეზე წარდგენილი 19 ფილმი ოქროს და ვერცხლის დათვის მოსაპოვებლად იბრძვის.
წელს მთავარი სიახლეა ის, რომ ფესტივალი პოლიტიკური ლიდერების გამოსვლების ფონზე მიმდინარეობს. ძირითად საკონკურსო ფილმებთან ერთად წარმოდგენილი იქნება არასაკონკურსო სექციაც, სადაც კინო კრიტიკოსები ცნობილ რეჟისორებთან ერთად, ახალბედა რეჟისორების ნამუშევრებსაც შეაფასებენ.