ხუთი წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონმა ოზურგეთელმა დავით ჩხარტიშვილმა, რევაზ სურმანიძესთან 8-0 დაწინაურება და შესაბამისად, ვადამდე გამარჯვება შეძლო.
–67 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში გამარჯვება ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ მოიპოვა. დაძაბული და თანაბარი ორთაბრძოლა შედგა.
-77 კილოგრამის ფინალში, სადაც ერთმანეთს ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი თორნიკე ძამაშვილი, ამავე ასაკში ევროპის ჩემპიონ – მინდია წულუკიძეს დაუპირისპირდა. საბოლოოდ, თორნიკე ძამაშვილმა მის მიერ მოპოვებულ საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე ვერცხლის მედალს, პირველი ოქრო შემატა.
-87 კილოგრამ წონითი კატეგორიის გადამწყვეტ ორთაბრძოლაში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორმა რობერტ ქობლიაშვილმა იმარჯვა, რომელიც საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა. ტურნირი კი მძიმეწონოსანთა ფინალით დასრულდა. სუფთა გამარჯვება იაკობ ქაჯაიამ შეძლო და ოქროს მედალს დაეუფლა.