ბექა წიქარიშვილი ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, კვირიკაშვილისა და გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.
ბექა წიქარიშვილის განცხადებით, აქციები არ შეწყდება მანამდე, სანამ მის მიერ დასახელებული პირები თანამდებობებს არ დატოვებენ. გარდა ამისა, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.