ბექა ბასილაიას განცხადება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბრალდებას პასუხობს ეკა ბესელია.

ბექა ბასილაიას თქმით იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ 16 ივლისს საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ სასამართლოში მიმდინარე საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. ბასილაიას პოზიციით სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ეკა ბესელიას განცხადება ადასტურებს, რომ ბრალდებულები პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არიან.

თავად ეკა ბესელია აცხადებს, რომ ადგილი ქონდა ტექნიკურ შეცდომას, ვინაიდან სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე საქმის განხილვა მიმდინარეობს.