ტურისტული სეზონის პიკზე პორტუგალიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებას ცდილობს.
ბენზინმზიდი მანქანების მძღოლების მიერ გამოცხადებულმა უვადო გაფიცვამ ქვეყანაში საწვავის დეფიციტის საფრთხე შექმნა.
ბენზინგასამართ სადგურების ნაწილზე ავტომობილების რიგებია.
მთავრობამ საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა და მოსახლეობას საწვავის შეძენაზე შეზღუდვები დაუწესა.