ემერიტუსი პაპი, ბენედიქტე მე-16 95 წლის ასაკში გარდაიცვალა – ინფორმაციას წმინდა საყდარი ავრცელებს. ბოლო დღეებში ბენედიქტე მე-16-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის ვატიკანის რეზიდენციაში გარდაიცვალა. ბენედიქტე მე-16 კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 2005 წლიდან იყო. 2013 წელს ის პირველი რომის პაპი გახდა 600 წლის განმავლობაში, რომელმაც პოსტი დატოვა. მან სიცოცხლის ბოლო წლები ვატიკანის ერთ-ერთ მონასტერში გაატარა.