12 ოქტომბერს თბილისში პოპულარული ბელგიური ბენდი Oscar and the Wolf დაუკრავს. ბელგიური პროექტი საქართველოში „მონუმენთს ივენთსის“ ორგანიზებით ჩამოვა.
ახალგაზრდა არტისტის, მაქს კოლომბის ელექტრო პოპ-ბენდი ერთდღიანი ღონისძიების მთავარი შემსრულებელი იქნება. ტრადიციული ჟღერადობის გარდა ბენდი მსმენელს ახალ, ამჯერად ინდი როკ კომპოზიციებსაც შესთავაზებს.
ღონისძიებაზე რამდენიმე ცნობილი არტისტის გამოსვლაც იგეგმება.